პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, პუტინის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან „საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა“ იქნება.
მისივე თქმით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“.