20 მაისს პატრიარქი ასურელ მამათა ხსენების დღეს ზედაზნის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას სამების ტაძარში აღასრულებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III 20 მაისს ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს ზედაზნის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას სამების ტაძარში აღასრულებს.

კერძოდ, საპატრიარქოს ინფორმაციით, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III მცხეთაში, ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.

„ხვალვე, 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები