თორნიკე ჭეიშვილი: სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან არაერთხელ გავმხდარვართ უსამართლო მიდგომების ობიექტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა პრემიერ – მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.

„თუნდაც დუმილი ამ შემთხვევაში იქნება გარკვეული პასუხი. დუმილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში შეიძლება კიდევ ერთხელ მივიჩნიოთ იმათ, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან საქართველოსთან მიმართებით. რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება ჩვენი საზოგადოება, რომ სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან არაერთხელ გავმხდარვართ უსამართლო მიდგომების ობიექტი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები