კახაბერ ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი პრემიერის და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიესალმება.
როგორც მან აღნიშნა, ის კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს.
“მივესალმები საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ ვაფასებ, როგორც არა ნაჩქარევ, ან დაგვიანებულ, არამედ ზედმიწევნით დროულად და ეფექტიანად გადადგმულ ნაბიჯებს.
აგრეთვე, მსურს, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიმართ და მზად ვარ, ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, გადავურიცხო 300 000 ლარი”,-განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილი.