მახინჯაურის საკარანტინო სივრცეში თურქმენეთის 6 მოქალაქე გადაიყვანეს
მახინჯაურში მდებარე საკარანტინო სივრცეში ოზურგეთიდან თურქმენეთის 6 მოქალაქე გადაიყვანეს. ისინი ოზურგეთში, ერთ-ერთ ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაბინავდნენ. თუმცა, როგორც მეზობლებმა ამბობენ, თვითიზოლაციის წესს არღვევდნენ.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” ოზურგეთის მერის მოადგილემ და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ განაცხადა, თურქმენეთის მოქალაქეებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ თუმცა მათი დარღვევის გამო აუცილებელი გახდა მათი საკარანტინო სივრცეში გადაყვანა.
“ორი დღის წინ შემოვიდა ინფორმაცია, რომ თურქმენეთის მოქალაქეები იყვნენ შემოსულები კონკრეტულ მისამართზე, ჩვენ მივედით მათთან , მივეცით რეკომენდაციები თვითიზოლაციის შესახებ, ჩვენთან განაცხადეს, რომ იყვნენ სამნი. დღეს შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისინი არღვევდნენ თვითიზოლაციის წესს. გადავამოწმეთ, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური და სპეციალური სამსახური. ადგილზე სამის ნაცვლად დაგვხვდა 6 პიროვნება, გამომდინარე იქედან, რომ დაგვიმალეს ინფორმაცია, ასევე დაირღვა თვითიზოლაციის პირობა, აღნიშნული პირები გადაყვანილი არიან მახინჯაურში, საკარანტინო ზონაში”,- განაცხადა ირაკლი სირაძემ.