გურიის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გურიის სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე.
„ვფლობთ სრულად ინფორმაციას, თუ რა რესურსი გვაქვს და ეს რესურსი საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. გურიაში სიტუაცია არის კონტროლირებადი და ყველა უწყება მუშაობს ძალიან ეფექტურად“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები: აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფიშვილი, გია ებრალიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები