ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, გუშინ კორანავირუსზე კვლევა ექვს პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამჟამად, 45 პაციენტია. დღის განმავლობაში რამდენიმე პაციენტი წავიდა, რამდენიმე მივიღეთ. გუშინ, ჯამურად, ექვს პაციენტს ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და ყველა ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს, ამ წუთას ხუთ პაციენტს უღებენ ანალიზს და მათ პასუხებს დაველოდებით.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას – ყველა პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ჩვენთან არის, დამაკმაყოფილებელია. ორს აღენიშნება პნევმონიის ნიშნები, მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ეს პნევმონია, არ არის კოვიდთან ასოცირებული“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები