რუსთავში ახალი საკარანტინო სივრცე იხსნება

რუსთავში ახალი საკარანტინო სივრცე სასტუმრო “ვეჯინში” იხსნება. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

რუსთავის მერის თქმით, სასტუმროში 56 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და აღჭურვილია ყველა იმ ნივთით, რაც პირველადი მოხმარებისთვის არის საჭირო.

“რუსთავში სასტუმრო “ვეჯინში” ახალი საკარანტინო სივრცე იხსნება, სადაც განთავსდებიან რისკ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები 14 დღის განმავლობაში”, – აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინში მყოფთა რიცხვი ბოლო მონაცემებით გაიზარდა და 1344 შეადგინა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები