თენგიზ ცერცვაძე: შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მძიმე არ არის

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მძიმე არ არის.

მისივე თქმით, პაციენტს კვლევები უტარდება, რის შემდეგაც დაუდგინდება, აქვს თუ არა ორმხრივი პნევმონია.

“ახალი პაციენტის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ის გახლავთ შუახნის ქალბატონი, რომელსაც კონტაქტი ბოლო სამი დაინფიცირებული პაციენტიდან ერთ-ერთთან ჰქონდა. ხოლო ის პირველი პირი, ვისგანაც ბოლო ინფიცირებულს ვირუსი გადაედო, საქართველოში მყოფი უცხოელისაგან დაინფიცირდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის. მას კვლევები უტარდება, რის შემდეგაც დაუდგინდება, აქვს თუ არა ორმხრივი პნევმონია”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები