გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემა დღეის მდგომარეობით საკმაოდ კარგ ფორმაშია იმისთვის, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს
“ჯანდაცვის სისტემა დღეის მდგომარეობით საკმაოდ კარგ ფორმაშია იმისთვის, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ის სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურეობისთვის.
“პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. ეს გადასვლა ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ ყოვლისა, ჯანდაცვის სისტემა.
ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ის სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურეობისთვის, ეს დავალებები დღეს გაიცა. ჯანდაცვის სისტემა დღეის მდგომარეობით საკმაოდ კარგ ფორმაშია, იმისთვის, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს”, – განაცხადა გახარიამ.