ნინო ცაციაშვილი: მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით და მომსახურების სააგენტოს ცენტრებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ

„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის 50-მდე სერვისი შევთავაზეთ მოქალაქეებს ონლაინ. მათ სერვისის მისაღებად აღარ მოუწევთ მომსახურებს ცენტრებში მოსვლა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს და მინიმალისტურად, რეალურად შეამცირებს შესაძლო კორონავიურისი გავრცელებას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „ტვ1“-ის ეთერში, გადაცემა „დღის ამბებში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ, ასევე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ, განსაკუთრებული და გადაუდებელი საჭიროების გარდა, არ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს ისარგებლონ სააგენტოს სერვისით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები