ლევან დავითაშვილი: ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას

„კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს – ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითვალისწინებს როგორც FAO-ს, ასევე სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის პრაქტიკასა და რეკომენდაციებს.
ძირითად სასურსათო კატეგორიებზე სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგი. ჩვენ გამოვყავით 18 კატეგორიის სურსათი (ბურღულელული, ხორბალი, მარილი, შაქარი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი, დაკონსერვებული პროდუქცია,..), რომელზეც, დღეისათვის, რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს. ქვეყანაში მარაგები არსებობს; სურსათის დეფიციტის შექმნის შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სავაჭრო ობიქტებში არ შევქმნათ დაძაბულობა და მიწოდების პროცესი ხელოვნურად არ გავხადოთ უმართავი, რაც ისევ ჩვენ, მომხმარებელს დაგვაზარალებს.
ქვეყნის შიგნით ყველა წარმოება შეფერხების გარეშე ხორციელდება. არ გვაქვს სირთულეები იმპორტის მიმართულებით. ყველა მომსახურება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად, აბსოლუტურად შუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები