მარინა ეზუგბაია: დღეს ჯამში აღებულია 18 პაციენტზე ტესტი, ვნახოთ, შედეგები, ალბათ, მალე იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ კორონავირუსზე ანალიზი დღეს 18 პაციენტს ჩაუტარდა.

მისივე თქმით, მათი ანალიზის პასუხები მალე გახდება ცნობილი.

„ჩვენს კლინიკაში ამ დროისათვის 53 პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. აქედან დადასტურებული არის 22 შემთხვევა. დღეს, დღის განმავლობაში და გუშინდელი ჩატარებული ტესტების პასუხებით ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს დილას, დღე-ღამის განმავლობაში 20 პაციენტზე ჩტარდა ტესტირება ვირუსზე და ოცივე პასუხი იყო უარყოფითი. დღეს დილიდან უკვე ჩატარდა 11 ანალიზი, რომლის პასუხებსაც ველოდებით და დღის მეორე ნახევარში აღებულ იქნა კიდევ 7 პაციენტზე ტესტირება, ანუ დღეს ჯამში აღებულია უკვე 18 პაციენტზე ტესტი, ვნახოთ, შედეგები, ალბათ, მალე იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები