გიორგი გახარია: „ქართუ“ ფონდის ინიციატივა საუკეთესო დადასტურებაა, მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა

„ქართუ“ ფონდის მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი, მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ საჭიროება იქნება, სახელმწიფო ფონდ “ქართუს” შეთავაზებას გამოიყენებს.

„მინდა, განსაკუთრებით ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ ინიციატივისთვის. ჩვენ, ყველა ერთად უნდა ვიყოთ და „ქართუ“ ფონდის მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი, მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და როგორ უნდა ვეცადოთ, ერთობლივად ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები