სემეკი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 13 მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის და დროებით წყვეტს ოფისში კონსულტაციებს.
“მოქალაქეებს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს ვიზიტის გარეშე შეუძლიათ, სემეკ-ში გაგზავნონ განცხადება/საჩივარი ფოსტით ან ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mail@gnerc.org.
გაიარონ კონსულტაცია ქოლ-ცენტრის ნომერზე: 16 216 (ზარი უფასოა), ასევე, სოციალური ქსელის – www.Facebook.com/gnerc საშუალებითაც.
კომისია უფლებამოსილია, საჯარო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაინტერესებულ პირთა სხდომაზე დასწრების გარეშე განიხილოს”, – აცხადებენ სემეკ-ში.