თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მონიტორინგი ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ხუთივე სოფელში: სეროდანში, პანტიანში, ნადიკვარში, თეთრიწყლებში და კობაძეებში, მუდმივად მცხოვრები პირების მონიტორინგი ჩატარდა, რაც კალენდარული წლის განმავლობაში პირთა, ფაქტობრივად, ცხოვრების შემოწმებასა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, ან შეწყვეტის საკითხის განხილვას ითვალისწინებდა.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამურად, 9 თვის, ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად, ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირებისთვის გაიცემა სოციალური შეღავათები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ – საქართველოს კანონის შესაბამისად.
მონიტორინგი, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს.