დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე: დანაშაულში მხილებულ ადამიანებს შანსი მისცა, რომ სრულყოფილად ჩაერთონ არჩევნების პროცესში

„მიხეილ ყაველაშვილმა მკაფიო განაცხადი გააკეთა, როდესაც დანაშაულში მხილებულ ადამიანებს შანსი მისცა, რომ სრულყოფილად ჩაერთონ არჩევნების პროცესში,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„წესით, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ვისაც სურს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამ შანსით უნდა სარგებლობდეს და უნდა წერდეს შესაბამის განცხადებებს პრეზიდენტის სახელზე. თუმცა, ის გამოხმაურება, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ერთ რამეზე მეტყველებს – რადიკალებს არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ ქვეყანაში დესტრუქცია სურთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები