“ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლის გადარჩენას მარტო სანქციების გამკაცრებით   ვერ მოვახერხებთ, აქ   სხვა  მიმართულებებიცაა –   საჭიროა,  ურბანული სიჩქარეები დაბალანსდეს” – ირაკლი იზორია  

“ფეხით მოსიარულეებთან დაკავშირებით პრობლემებს წლებია ვაკვირდებით  და ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე პრობლემები იმატებს.  აუცილებელი გახდა, კანონმდებლობის მიმართულება გადახედილიყო და  ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით  სანქციები გამკაცრებულიყო. ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლის გადარჩენას მარტო სანქციების გამკაცრებით   ვერ მოვახერხებთ.  აქ   ასევე  მთელი რიგი მიმართულებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ურბანული სიჩქარეების დაბალანსება უნდა მოხდეს”-  ამის შესახებ  ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი იზორიამ, მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იზორია ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას გამოეხმაურა.

“საგზაო-სატრანსპროტო შემთხვევების შედეგად 2024 წელს 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50. ამ მიმართულებით  სტატისტიკა ძალიან გაზრდილია.ფეხით მოსიარულეთა პრობლემებს წლებია ვაკვირდებით და ვხედავთ,რომ წლიდან წლამდე პრობლემები იმატებს. ეს პრობლემები სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. კერძოდ, ერთი ის, რომ აღსრულების კომპონენტი ამ მიმართულებით ძალიან სუსტი იყო. აღსრულება  2019 წელს ყველაზე მაღალი  იყო, საპატრულო პოლიციის მიერ საქართველოს მასშტაბით მაშინ , დაახლოებით, 33 000-მდე ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა, შემდეგ წლების განმავლობაში ამ მაჩვენებელმა კლება დაიწყო. 2024 წლის ერთი წლის მონაცემების შეჯამებით 2 300-მდე ჩამოვიდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ 58 ადამიანია დაჯარიმებული, როცა 3 თვეში 50 ადამიანი დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, კანონმდებლობის მიმართულება გადახედილიყო და ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით სანქციები გამკაცრებულიყო.
ამასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრებაა, რომ   სანქციების ასეთი კატეგორიულად გაზრდა, გახუთმაგება, მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ იყო. ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლის გადარჩენას მარტო სანქციების გამკაცრებით   ვერ მოვახერხებთ.  აქ ასევე მთელი რიგი მიმართულებებია, რაც  გამოიხატება იმაში, რომ ურბანული სიჩქარეების დაბალანსება უნდა მოხდეს.  ვიცით, რომ ურბანულ არეალებში დასაშვები 60 კმ/სთ გვაქვს,  ტოლერანტობა პლუს 15 კმ/სთ, რაც   ძალიან მაღალია. ეს ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალებას პირდაპირპროპორციულად ზრდის. შესაბამისად, სიჩქარის მენეჯმენტის გაუმჯობესება უნდა მოხდეს.ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქულათა სისტემის მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები , ანუ სიჩქარეზე ვიდეოჯარიმები ქულებს უნდა მიებას და მძღოლებს ქულები უნდა აკლდებოდეთ. გეტყვით, რომ წინა წელს,  2024-ში 50- ლარიანი მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა და არცერთი   მძღოლი არ არსებობს, ვისაც ქულები ჩამოაკლდა. ანუ,  არის მძღოლების კატეგორია, რომლებიც ჯარიმებს დაუსრულებლად იხდის,  მაგრამ მაინც ჩქარა მოძრაობს. ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე: აღსრულების მექანიზმების შესუსტება, ის რომ სიჩქარეზე ურბანული ლიმიტები, ტოლერანტობა დიდი გვაქვს და ა.შ ფეხით მოსიარულთა სიკვდილიანობას პირდაპირპროპორციულად ზრდის. კანონი უკვე მიღებულია,  [წესების დარღვევაზე ფეხით მოსიარულეებისთვის] ჯარიმები  ქალაქის პირობებში 50 ლარიდან იწყება,  გახუთმაგდა და განმეორების შემთხვევაში 100 ლარი იქნება, ხოლო მაგისტრალებზე,  სადაც ისედაც ინტენსიური და ჩქარი მოძრაობაა, ფაქტობრივად, 110 კმ/სთ-ია  დაშვებული, ჯარიმა 100 ლარი იქნება , განმეორების  შემთხვევაში კი 200 ლარი.  თუ ჯარიმებს ვზრდით,  შესაბამისად,  აღსრულებაც უნდა გაიზარდოს. უბრალოდ, ჩემი აზრით, ფეხით მოსიარულეებისთვის  და სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა   ერთი და იგივე არ უნდა იყოს, ანუ 50 ლარით დავაჯარიმოთ მძღოლი, რომელიც სიჩქარეს აჭარბებს,  ფეხით მოსიარულეებს უქმნის საფრთხეს და ფეხით მოსიარულესაც  50 -ლარიანი ჯარიმა დავუწეროთ, რაღაცა დისბალანსი ხომ არ არის-თქო დარღვეული,  ამაზე ვსაუბრობ”-  განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ამასთან   საგზაო ინფრასტრუქტურა, გადასასვლელები უნდა მოწესრიგდეს. “ყველაზე საინტერესო :  ფეხით მოსიარულეების მხრიდანაც რომ შევხედოთ – ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრ ადგილზე გადასასვლელები მოწესრიგებული არაა. თავისთავად როცა კანონს ვიღებთ, ამას შესაბამისად ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა მოჰყვებოდეს. არის ადგილები, სადაც ფეხით მოსიარულეები  ვერ სარგებლობენ ვერც მიწისქვეშა, ვერც მიწისზედა, ვერც ე.წ. “ზებრა” გადასასვლელებით.  ზოგან ,შეიძლება, გადასასვლელი საერთოდ კილომეტრების მანძილზე არ იყოს. ასეთ შემთხვევაში რას ვეუბნებით ფეხით მოსიარულეებს? აქედან გამომდინარე,  თუ  ჯარიმებს ვზრდით და აღსრულება იზრდება,  მაშინ კეთილი უნდა ინებოს მუნიციპალიტეტებმა, რომ ფეხით მოსიარულეებს ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გადასასვლელები შეუქმნან ,  რომლებიც მათ სიცოცხლეს გადაარჩენს,    სიკვდილიანობას  შეამცირებს.
ამასთანავე, ვფიქრობ,  ამ კანონის აღსრულებასთან ერთად მნიშვნელოვანი კომპონენტი საინფორმაციო კამპანიაა, რათა მოსახლეობას ზუსტი და სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ როგორ მოქმედებს კანონი და რამდენ ლარიანი ჯარიმაა.  ასევე საინფორმაციო კამპანია იმ მიმართულებით, რომ არა მარტო ფეხით მოსიარულეებს, არამედ მძღოლებსაც მოვუწოდოთ, რომ ფეხით მოსიარულეებს   გარკვეულ ადგილებში გზა დაუთმონ, რათა     ინციდენტები არ მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ მუნიციპალიტეტებში, მით უმეტეს თბილისში, შერეული ტიპის შუქნიშნებია, სადაც მწვანე  როგორც ფეხით მოსიარულისთვის, ასევე მძღოლებისთვის ერთდროულად ინთება. ხშირ შემთხვევაში მძღოლებს ჰგონიათ, რომ მწვანე მათია, ფეხით მოსიარულებს უკვე აღარ უთმობენ და სამწუხაროდ, ინციდენტები ხდება. ეს ყველაფერი,  რამაც, შეიძლება, ფეხით მოსიარულთა დაღუპულობა გაზარდოს,    მნიშვნელოვანია და ამის ერთობლივად   ჩაშვება უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რეზულტატი  მართლა მივიღოთ. მხოლოდ ჯარიმების გაზრდა, ვფიქრობ, მაინცდამაინც შედეგს არ მოგვცემს , თუ ამას  მნიშვნელოვანი აღსრულება, გარკვეული ინფრასტრუქტურული ჩარევები  და ის ღონისძიებები არ მოჰყვა,  რაზეც ვისაუბრე. თუ არ იქნებიან ქვეითად მოსიარულე პატრულები, რომლებიც სიტუაციას გააკონტროლებენ, აღსრულების მიმართულებით ძალიან გაუჭირდებათ”- განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.  ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა.
ქვეითად მოსიარულე პირებისთვის   კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება.
“იზრდება ფულადი სანქცია საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის. ამასთან, თუკი შესაბამის დარღვევას ადგილი აქვს ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, ეს ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას პირველ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით”- წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლის გადარჩენას მარტო სანქციების გამკაცრებით   ვერ მოვახერხებთ, აქ სხვა  მიმართულებებიცაა – საჭიროა, ურბანული სიჩქარეები დაბალანსდეს” – ირაკლი იზორია

“ფეხით მოსიარულეებთან დაკავშირებით პრობლემებს წლებია ვაკვირდებით  და ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე პრობლემები იმატებს. აუცილებელი გახდა, კანონმდებლობის მიმართულება გადახედილიყო და ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით სანქციები გამკაცრებულიყო.
ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლის გადარჩენას მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოვახერხებთ. აქ ასევე,  მთელი რიგი მიმართულებებია, რაც  გამოიხატება იმაში, რომ ურბანული სიჩქარეების დაბალანსება უნდა მოხდეს”-  ამის შესახებ  ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებისექსპერტმა, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი იზორიამ, მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იზორია ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას გამოეხმაურა.

სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 2024 წელს 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50.  ამ მიმართულებით  სტატისტიკა ძალიან გაზრდილია. ფეხით მოსიარულეთა პრობლემებს წლებია ვაკვირდებით  და ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე პრობლემები იმატებს. ეს პრობლემები სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. კერძოდ, ერთი ის, რომ აღსრულების კომპონენტი ამ მიმართულებით ძალიან სუსტი იყო. აღსრულება 2019 წელს ყველაზე მაღალი  იყო, საპატრულო პოლიციის მიერ საქართველოს მასშტაბით   მაშინ , დაახლოებით, 33 000-მდე ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა,  შემდეგ წლების განმავლობაში ამ მაჩვენებელმა კლება დაიწყო. 2024 წლის ერთი წლის მონაცემების შეჯამებით 2 300-მდე ჩამოვიდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ 58 ადამიანია დაჯარიმებული, როცა 3 თვეში  50 ადამიანი დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, კანონმდებლობის მიმართულება გადახედილიყო და ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით  სანქციები გამკაცრებულიყო.
ამასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრებაა, რომ   სანქციების ასეთი კატეგორიულად გაზრდა, გახუთმაგება, მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ იყო. ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლის გადარჩენას მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოვახერხებთ.  აქ ასევე მთელი რიგი მიმართულებებია, რაც  გამოიხატება იმაში, რომ ურბანული სიჩქარეების დაბალანსება უნდა მოხდეს.  ვიცით, რომ ურბანულ არეალებში დასაშვები  60 კმ/სთ გვაქვს,  ტოლერანტობა პლუს  15 კმ/სთ, რაც   ძალიან მაღალია. ეს ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალებას პირდაპირპროპორციულად ზრდის. შესაბამისად, სიჩქარის მენეჯმენტის გაუმჯობესება უნდა მოხდეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქულათა სისტემის მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები , ანუ სიჩქარეზე ვიდეოჯარიმები  ქულებს უნდა მიებას და  მძღოლებს ქულები უნდა მოაკლდეთ. გეტყვით, რომ წინა წელს,  2024-ში 50- ლარიანი მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა და არცერთი მძღოლი არ არსებობს, ვისაც ქულები ჩამოაკლდა. ანუ,  არის მძღოლების კატეგორია, რომლებიც ჯარიმებს დაუსრულებლად იხდის,  მაგრამ მაინც ჩქარა მოძრაობს.
ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე: აღსრულების მექანიზმების შესუსტება, ის რომ სიჩქარეზე  ურბანული ლიმიტები, ტოლერანტობა დიდი გვაქვს და ა.შ ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობას პირდაპირპროპორციულად ზრდის.  კანონი უკვე მიღებულია,  [წესების დარღვევაზე ფეხით მოსიარულეებისთვის] ჯარიმები  ქალაქის პირობებში 50 ლარიდან იწყება,  გახუთმაგდა და განმეორების შემთხვევაში 100 ლარი  იქნება,  ხოლო მაგისტრალებზე,  სადაც ისედაც ინტენსიური და ჩქარი მოძრაობაა, ფაქტობრივად, 110 კმ/სთ-ია  დაშვებული, ჯარიმა  100 ლარი იქნება , განმეორების  შემთხვევაში კი 200 ლარი.  თუ ჯარიმებს ვზრდით, შესაბამისად,  აღსრულებაც უნდა გაიზარდოს. უბრალოდ, ჩემი აზრით, ფეხით მოსიარულეებისთვის  და სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა ერთი და იგივე არ უნდა იყოს, ანუ 50 ლარით დავაჯარიმოთ მძღოლი, რომელიც სიჩქარეს აჭარბებს,  ფეხით მოსიარულრებს უქმნის საფრთხეს და ფეხით მოსიარულესაც  50 -ლარიანი ჯარიმა დავუწეროთ, რაღაცა დისბალანსი ხომ არ არის-თქო დარღვეული,  ამაზე ვსაუბრობ”-  განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ამასთან საგზაო ინფრასტრუქტურა, გადასასვლელები უნდა მოწესრიგდეს.

“ყველაზე საინტერესო : ფეხით მოსიარულეების მხრიდანაც რომ შევხედოთ – ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრ ადგილზე გადასასვლელები მოწესრიგებული არაა. თავისთავად როცა კანონს ვიღებთ, ამას შესაბამისად ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა მოჰყვებოდეს. არის ადგილები, სადაც ფეხით მოსიარულეები  ვერ სარგებლობენ ვერც მიწისქვეშა, ვერც მიწისზედა, ვერც ე.წ. “ზებრა” გადასასვლელებით.  ზოგან ,შეიძლება, გადასასვლელი  საერთოდ კილომეტრების მანძილზე არ იყოს. ასეთ შემთხვევაში რას ვეუბნებით ფეხით მოსიარულეებს? აქედან გამომდინარე, თუ ჯარიმებს ვზრდით და აღსრულება იზრდება, მაშინ კეთილი უნდა ინებოს მუნიციპალიტეტებმა, რომ ფეხით მოსიარულეებს ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გადასასვლელები შეუქმნან ,  რომლებიც მათ სიცოცხლეს გადაარჩენს,    სიკვდილიანობას  შეამცირებს.
ამასთანავე, ვფიქრობ, ამ კანონის აღსრულებასთან ერთად მნიშვნელოვანი კომპონენტი საინფორმაციო კამპანიაა, რათა    მოსახლეობას ზუსტი და სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ როგორ მოქმედებს კანონი, რამდენ ლარიანი ჯარიმაა.  ასევე საინფორმაციო კამპანია იმ მიმართულებით, რომ არა მარტო ფეხით მოსიარულეებს, არამედ მძღოლებსაც მოვუწოდოთ, რომ ფეხით მოსიარულეებს   გარკვეულ ადგილებში გზა დაუთმონ, რათა     ინციდენტები არ მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ მუნიციპალიტეტებში, მით უმეტეს თბილისში, შერეული ტიპის შუქნიშნებია, სადაც მწვანე  როგორც ფეხით მოსიარულესათვის, ასევე მძღოლებისთვის ერთდროულად ინთება. ხშირ შემთხვევაში მძღოლებს ჰგონიათ, რომ მწვანე მათია, ფეხით მოსიარულეებს უკვე აღარ უთმობენ და სამწუხაროდ, ინციდენტები ხდება.   ეს ყველაფერი,  რამაც, შეიძლება, ფეხით მოსიარულეთა დაღუპვა გაზარდოს,    მნიშვნელოვანია და ამის ერთობლივად   ჩაშვება უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რეზულტატი  მართლა მივიღოთ. მხოლოდ ჯარიმების გაზრდა, ვფიქრობ, მაინცდამაინც შედეგს  არ მოგვცემს , თუ ამას  მნიშვნელოვანი აღსრულება, გარკვეული ინფრასტრუქტურული ჩარევები  და ის ღონისძიებები არ მოჰყვა, რაზეც ვისაუბრე. თუ არ იქნებიან ქვეითად მოსიარულე პატრულები, რომლებიც სიტუაციას გააკონტროლებენ, აღსრულების მიმართულებით ძალიან გაუჭირდებათ”- განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა.
ქვეითად მოსიარულე პირებისთვის   კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება.
“იზრდება ფულადი სანქცია საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის. ამასთან, თუკი შესაბამის დარღვევას ადგილი აქვს ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, ეს ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას პირველ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით”- წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები