გიორგი სოსიაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე: რადიკალურ ოპოზიციას აღარანაირი რეიტინგი აღარ გააჩნია, მათ ერთგვარი ხრიკი მოიფიქრეს იმისათვის, რომ ამომრჩევლის წინაშე თავი გაემართლებინათ, თვითპატიმრობის მიზნები გაუჩნდათ, შესაბამისად პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან ნათლად გამოაჩენს რადიკალთა ამ მიზნებს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ, შეწყალებასა და მათი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს გაუჩნდათ თვითპატიმრობის მიზნები, რითაც გაამართლებდნენ საკუთარი რეიტინგის არ არსებობას ქართულ პოლიტიკაში.
„სპეკულაციას ბოლო არ უჩანდა როგორც რადიკალთა წრეებში, ასევე მათი პატრონების მხრიდან, იმ გარე ძალებს ვგულისხმობ თითქოს, პოლიტიკური დევნა განხორციელდა მათი, განულებული რადიკალების, რა პოლიტიკურ დევნაზე შეიძლება იყოს საუბარი. უბრალოდ, ერთგვარი მანიპულაციის საგნად რჩებოდა და მე ვფიქრობ, რომ მათ ერთგვარი ხრიკი მოიფიქრეს იმისათვის, რომ ამომრჩევლის წინაშე ერთგვარად თავი გაემართლებინათ, რომ მათ აღარანაირი რეიტინგი აღარ გააჩნიათ, რაღაცა თვითპატიმრობის მიზნები გაუჩნდათ, შესაბამისად პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება და შეთავაზება, ძალიან ნათლად გამოაჩენს ამ რადიკალთა მიზნებს“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.