ლევან მეხუზლა: ქართულ ღვინოს, ჩვენი ჯიშებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე აქვს უნარი, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შესთავაზოს მისთვის სასურველი პროდუქტი

„ქართულ ღვინოს, ჩვენი ჯიშებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე აქვს უნარი, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შესთავაზოს მისთვის სასურველი პროდუქტი. მრავალფეროვნება არის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე,“ – ამის შესახებ  „დღის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

„ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, ეს მთელი მსოფლიოსთვის დადასტურებული ფაქტია და შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი უპირველესი, როდესაც ღვინის მოყვარულს აქვს სურვილი გასინჯოს ის ღვინო, რომელსაც ღვინის სამშობლოში აწარმოებენ. ასევე მნიშვნელოვანია, ის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ათასწლეულებს ითვლის და რომელიც პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული უწყვეტად და ეს არის ჩვენი ტრადიციული ჩვენი ქვევრის მეღვინეობა, რომელიც 2013 წელს „იუნესკომაც“ აღიარა როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი. ასევე, ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციამაც აღიარა ეს ღვინო, როგორც ერთ-ერთი უნიკალური“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები