ბრიტანეთის საბჭოსა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის პარტნიორობით ინგლისური ენის ახალი სასწავლო ცენტრი გლდანში – მზარდი საგანმანათლებლო საჭიროებების საპასუხოდ
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს უპრეცედენტო თანამშრომლობას იწყებენ. 2025 წლის 4 ივლისს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ ისწავლონ ბრიტანეთის საბჭოს პედაგოგებისა და პროგრამების დახმარებით გლდანში, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში.
ბრიტანეთის საბჭოში არაერთხელ მიგვიღია მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი მშობლების თხოვნა, რომ ცენტრი გლდანში გახსნილიყო. სწორედ მშობელთა ინტერესი გახდა ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი სტიმული.
ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში და მისიის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: “მოხარული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ბრიტანეთის საბჭოს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს და, ამასთანავე, იქნებოდა წარმოდგენილი ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან და მზარდ ლოკაციაზე, როგორიც გლდანია.
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს ნამდვილად წარმოადგენს იმ ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მისწრაფებები, ინფრასტრუქტურა და განვითარების ხედვა სრულად შეესაბამება ჩვენს პრიორიტეტებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მრავალ მოსწავლესა და მათ ოჯახს მივაწვდით მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას და პოზიტიურ გამოცდილებას.”
მეცადინეობები დაიწყება ბრიტანეთის საბჭოში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე.
მშობლებს უკვე შეუძლიათ 8 ივლისიდან დაარეგისტრირონ ბავშვები უფასო ონლაინ კონსულტაციაზე, სადაც მოხდება მათი ცოდნის დონის შეფასება და შესაძლებელი იქნება გაკვეთილებისთვის სწორედ აია-ჯესსის ლოკაციის არჩევა.
მოსწავლეთა ასაკი: 6-დან 17 წლამდე.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.britishcouncil.ge/english/children ბმულზე ნახავთ ჯგუფებს ასაკის მიხედვით, მათ განრიგს, საფასურსა და კონსულტაციის დაჯავშნის დეტალებს.
შენიშვნები რედაქტორებისთვის:
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ეკატერინე ფაცაცია, მარკეტინგის ოფიცერი, 591 229 803
ekaterine.patsatsia@ge.britishcouncil.org
ბრიტანეთის საბჭოს შესახებ
ბრიტანეთის საბჭო არის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურული ურთიერთობებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობასა და კეთილდღეობას გაერთიანებულ სამეფოსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის კავშირების, გაგებისა და ნდობის დამყარებით. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი საქმიანობით ხელოვნებისა და კულტურის, განათლებისა და ინგლისური ენის მიმართულებით. www.britishcouncil.org
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის შესახებ
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია ჯესს ახორციელებს სასწავლო პროგრამას სწავლების სამივე საფეხურზე. გეგმავს და მასპინძლობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებს და სამეცნიერო კონფერენციებს. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში.