საქართველოს კულტურის მინისტრი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო

საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო.

თინათინ რუხაძემ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ნელი ნავერიანთან ერთად, მუზეუმის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორის, რუსუდან ჯაფარიძისგან მოისმინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ამავე დროს რეგიონის მთავარი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მეტად უნდა განვითარდეს.

კულტურის მინისტრმა საგამოფენო სივრცეები და წარმოდგენილი ექსპონატები დაათვალიერა, მუზეუმის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს სამუზეუმო სფეროში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საქმიანობაში სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვა.

მესტიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში კულტურის მინისტრი მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილი), დეკანოზ ბასილ ფილფანს და არქიმანდრიტ ლაზარე აბრამიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის და საეკლესიო ძეგლების მდგომარეობაზე. მეუფე ილარიონთან ერთად დაიგეგმა ეკლესების რეაბილიტაცია-რესტავრაციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები