რუსთავში ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა

რუსთავში ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მას სავარაუდოდ მცირე მოტეხილობა აღენიშნება.

დაზიანებულია აფთიაქის ინფრასტრუქტურაც.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები