საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 3 პაციენტი იმყოფება
საჩხერის ინფექციური განყოფილების ბოქსირებულ პალატაში კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ორი მოქალაქე გუშინ საჩხერიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. ქამუშაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, საჩხერის სასტუმროში კარანტინში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 38 ადამიანი.