ნუკრი ქანთარია: ნუ არიან თანამდებობების გადანაწილების პროცესში, მერე იმედგაცრუებამ იცის დეპრესია, სტრესი, აგრესია და ცუდი სიმპტომები

“ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ამ ე. წ. ოპოზიციური თაიგულის თუ კონის ფასი და მინდა, მათ ვუთხრა, რომ მაინცდამაინც ნუ არიან თანამდებობების გადანაწილების პროცესში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„შეთანხმება ცუდი არასდროს არის. იმედი მინდა, გამოვთქვა, რომ ეს პოლიტიკური „ჰაიჰუი“, პოლიტიკური გნიასი, რომელსაც ასე გულმოდგინედ ეწეოდნენ, გაჩერდება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ამ ე. წ. ოპოზიციური თაიგულის თუ კონის ფასი და მინდა მათ ვუთხრა, რომ მაინც და მაინც ნუ არიან თანამდებობების გადანაწილების პროცესში. გუშინ ასეც შევხედე. ხალხმა მათი ფასი კარგად იცის და მერე ამ იმედგაცრუებამ იცის დეპრესია, სტრესი, აგრესიაც და საკმაოდ ცუდი სიმპტომები. მე მგონი, რეალურად იქნება დანახული ეს შეთანხმება და არა ისე, რომ გარკვეული ილუზიები მოახვიონ ჩვენს საზოგადოებას თავს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები