სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, კერძო სექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების საკითხზე საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში გრძელდება
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, რეგიონებში ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და მათი კერძო სექტორში დანერგვის თაობაზე საინფორმაციო სესიები გრძელდება.
მორიგი შეხვედრა, ამჯერად, ,,ჰილტონ ბათუმში’’ გაიმართა, სადაც ექსპერტმა გენდერის საკითხებში, დიანა ხომერიკმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ასევე, კომპანიების წარმომადგენლებს ქალთა გაძლიერების პრინციპები და მათი კომპანიაში დანერგვის საჭიროება გააცნო.
ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი ხელმომწერი კომპანიის, სკოლა “ევრო-2000”-ის წარმომადგენელმა, ელენე კალანდაძემ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს კომპანიის გამოცდილება და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გააცნო.
შეხვედრას ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პალატა მარტში 5 საინფორმაციო სესიის ჩატარებას გეგმავს.
სესიები გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში ხორციელდება. სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროექტში 2019 წლის ოქტომბერში ჩაერთო. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და პალატის თანამშრომლობის მიზანია კერძო სექტორში ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.