ეკა ბესელია: პარტია “სამართლიანობისთვის” ახალ პლატფორმას, ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს
პარტია “სამართლიანობისთვის” ახალ პლატფორმას, ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს.
პარტიის ლიდერის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს.
“იქნება ახალი პლატფორმა, სადაც სამი ძალიან კონკრეტული მიზანი გვექნება. პირველი, რომ ამ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს. მეორე, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს და მეტი ქალი ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა კვოტირების ლობირება იმისთვის, რომ ქალებმა უფრო იოლად გადალახონ ის ბარიერები, რაც მათ ხელოვნურად ექმნებათ”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.