აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე დიალოგის მონაწილეები საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს განიხილავენ.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილის მოლოდინი, როგორც მათ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ოპტიმისტურია.
შეხვედრის დაწყებამდე მმართველი გუნდის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.