ირმა ინაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანია, პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მოხდეს შეთანხმება

პოლიტიკური სპექტრი ვფიქრობ, მისულია გარკვეულ კონდიციამდე, მე ვგულისხმობ უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც, ახლა მთავარია, რომ პროპორციულის კუთხით მეტი მოცულობა იყოს,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საარჩევნო სისტემის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„პოლიტიკური სპექტრი ვფიქრობ, მისულია გარკვეულ კონდიციამდე, მე ვგულისხმობ უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც. ახლა მთავარია, რომ პროპორციულის კუთხით იყოს მეტი მოცულობა. ჩვენ მომხრე ვართ სამპროცენტიანი ბარიერის და პლუს ბლოკებისთვის ხუთ პროცენტიანი ბარიერის. იცით, რომ ჩვენ ასევე ვსაუბრობთ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობაზე, პლუს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ყველაზე მნიშვნელოვანია, პროპორციული სისტემის სასარგებლოდ მოხდეს შეთანხმება”,- განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები