ზურაბ ადეიშვილს „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ტელეკომოანია „იბერია ტვ-ს“ საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა, ხოლო მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს 40-ათასლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, “ტვ იბერიის” საქმეზე ადეიშვილს, პატიმრობის გარდა, დამატებით სასჯელად 2 წლითა და 3 თვით, თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

გიორგი ლაცაბიძეს, ჯარიმასთან ერთად, სამი წლით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა.
​გამოძების ინფორმაციით, დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს, ხელში ჩაეგდოთ “ომეგა ჯგუფის” კუთვნილი ტელეკომპანია “იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები