ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში , პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟმში მიმდინარეობს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დეზინფექცია, ასევე, ჩაუტარდება ადმინისტრაციულ შენობებს.
შეგახსენებთ, რომ, აღნიშნული მიზეზის გამო, საბავშვო ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში, ასევე, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული წრეების აღსაზრდელებისთვის 2 მარტიდან 16 მარტამდე საგაზაფხულო არდადეგებია გამოცხადებული.