ქუთაისში, რუსთაველის 120 ნომრის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ საბავშვო ატრაქციონები, ახალი ძელსკამები, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა მოეწყობა.
„წელს, ეტაპობრივად 10 სკვერი მოეწყობა, თანამედროვე დიზაინითა და ინფრასტრუქტურით. სარეკრეაციო ზონების სიმრავლე ქალაქებში უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.
სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ნიუ სთაილი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 234 000 ლარია.