თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა.
პროექტის შესაბამისად, კეთილმოეწყო სამი ოთახი და შეიცვალა ელექტროსისტემა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14000 ლარი შეადგინა .
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ასევე, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.
2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა ორი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ საბავშვო ბაღს.