სოფლებს სპეთსა და ჭალოვანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ  

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს სპეთსა და ჭალოვანს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ.

აღნიშნული ფაქტი ასახულია, საქართველოს მთავრობის N130, 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილებაში. ამავე დადგენილების თანახმად, აღნიშნულ სოფლებში 2020 წლის 31 მარტის შემდეგ მიენიჭებათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ სტატუსის მინიჭების ადგილიდან. ასევე პირები, რომლებსაც ამ დადგენილებაში მითითებულ სოფლებში 2020 წლის 1 აპრილამდე მიენიჭებათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ 2020 წლის 1 აპრილიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები