ყაზახეთში ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენები შეაჩერა

ყაზახეთში ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ფრენები AZAL-ის სხვა მიმართულებებით რეგულარული განრიგის მიხედვით ხორციელდება.

შეგახსენებთ, დღეს „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრ იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 32 მგზავრი გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

26 დეკემბერი ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები