“მადლობა ყველა იმ მეგობარს და პარტნიორს, რომელიც ობიექტურად და საღად აფასებს ჩვენს მეგობრობას, საღად უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს” – კირცხალია

“ყველა მეგობარს და პარტნიორს მადლობა, რომელიც ობიექტურად და საღად აფასებს ჩვენს მეგობრობას, საღად უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„დესტრუქციულ ოპოზიციას მოსწონს მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო, თავისი ლობისტები. ამათთვის თავიანთი ლობისტების იქით ევროპა არ არსებობს, თავიანთი ლობიზმის იქით გეოპოლიტიკური რუკა არ არსებობს. ევროპის საბჭო არაფერს არ წარმოადგენსო, ვიღაც ანალიტიკოსები გვესაუბრებიან, ეს არის მათი ენა, რომ თვითონ, მარტო თავისი ლობისტები არიან და იმის იქით სამყარო მთავრდება და ეს არის მათი უბედურება და ზოგადად, აგენტის უბედურება სწორედ ეს არის, რომ რასაც გავალებენ, რომც არ გჯეროდეს ამის შინაგანად, ვალდებული ხარ შეასრულო“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები