“ტრამპი აცხადებს, რომ Deep state უნდა გაანადგუროს, ამ მიმართულებით სერიოზულ ქმედებებს აპირებს, ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება, შვება გვექნება” – ირაკლი გოგავა

“ტრამპი აცხადებს, რომ მან Deep state უნდა გაანადგუროს, ვაშინგტონის ჭაობი უნდა დააშროს. ის ამ მიმართულებით სერიოზულ ქმედებებს აპირებს. აქედან გამომდინარე, ცვლილებები აშკარად იქნება. ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება, შვება გვექნება”,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპის მომენტის გამო ვითარება ევროპაშიც შეიცვლება.

“ტრამპის გეგმაა, რომ კონფლიქტები გააჩეროს, ვინაიდან სურს, ფოკუსირება ამერიკის შიდა პრობლემებზე მოახდინოს და ჩინეთის შეკავების, თუ დასუსტების გრძელვადიანი ოპერაცია დაიწყოს. ტრამპის ბანაკი ჩინეთს მიიჩნევს, როგორც მთავარ საფრთხეს. ბაიდენის ბანაკი როგორც მთავარ საფრთხეს რუსეთს მიიჩნევდა. ესაა განსხვავება. შესაბამისად, ტრამპის მცდელობები, რომ უკრაინის კონფლიქტი დასრულდეს, სავარაუდოდ, წარმატებული იქნება, ალბათ, 2025 წლის გაზაფხულზე, რაც ჩვენთვის ომში ჩართვის ზეწოლის საფრთხეს მოხსნის. საქართველოში სიტუაციის არევა, ხელისუფლების ნებისმიერი გზით ცვლილება, გადატრიალება, ომის ქარცეცხლში გადასროლა – ეს აქტუალობას დაკარგავს. მეორე- ვიცით, რომ ტრამპი ტრადიციული, კონსერვატორული მიმართულების მხარდამჭერია. ის ლიბერალიზმის დიქტატურის წინააღმდეგია. ტრამპი ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკას ამ ლიბერალურ კომპონენტს მოაშორებს, რომელიც, პრინციპში, ყოვლისმომცველია (დემოკრატების და ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგიის მთავარი რეტრანსლატორი ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურები იყო). ეს სერიოზული შეღავათია. ეს უკვე შესაძლებლობას აჩენს, საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან ახალი წესებით, პატივისცემის საფუძველზე დაიწყოს, საქართველოს სუვერენიტეტი გათვალისწინებული იქნეს გაცილებით მეტი ხარისხით, ვიდრე აქამდე იყო. 2004 წელს, როდესაც სააკაშვილი გადატრიალების გზით მოიყვანეს, ჩვენ სულ გარე მართვაზე ვართ. სადღაც 2019 წლიდან ამ ხელისუფლების მცდელობები დაიწყო, რომ სუვერენული ნაბიჯები გადაედგა. იცით, რომ ევროპა შარლ მიშელის შეთანხმებას გვახვევდა თავს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გარე კონტროლზე უნდა გადაგვეცა სასამართლო სისტემა, პროკურატურა, მოსამართლეების დანიშვნის თემა და ბევრი სხვა რამ. დიდი სფეროები უკვე გადაცემულია. რეალურად, განათლების სფერო უცხოეთიდან იმართება. ეკონომიკა უცხოეთიდან იმართება. დღეს რაც ხდება, ეს ასევე საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაა. არ ვიყავით სუვერენული ქვეყანა, 2004 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ. მათ შორისაა, საკადრო დანიშვნები,სტრატეგიები. საქართველოს არ აქვს ეკონომიკის განვითარების გეგმა. ეს ნონსენსია. ვაშინგტონის კონსენსუსის პარადიგმაში ვვითარდებით. ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო ფონდს . ისინი, რა თქმა უნდა, გვავითარებენ ისე, რომ ეს განვითარებული ქვეყნებისთვის იყოს ხელსაყრელი, ანუ, კოლექტიური დასავლეთისთვის. ვაგებთ ვაჭრობაში. აკრძალული გვაქვს ინდუსტრიის განვითარება, მთელი რიგი სფეროების განვითარება. საქართველოში უმაღლესი განათლების მხოლოდ იმიტაციაა, სპეციალისტებს არ ვუშვებთ.ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს. ვფიქრობ, ამის საშუალება 20 იანვრიდან გაჩნდება. ტრამპი აცხადებს, რომ მან Deep state უნდა გაანადგუროს, ვაშინგტონის ჭაობი უნდა დააშროს. ის ამ მიმართულებით სერიოზულ ქმედებებს აპირებს. აქედან გამომდინარე, ცვლილებები აშკარად იქნება. ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება, შვება გვექნება. ტრამპის მომენტის გამო ვითარება ევროპაშიც შეიცვლება. მიჩვეულები ვართ, რომ ახლა ევროპის მთავარი ჩინოვნიკები, ლიდერები ფონ დერ ლაიენი, შარლ მიშელი არიან, მაგრამ რეალურად, ვიქტორ ორბანია, რომელსაც საქართველოსთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს უფრო გაძლიერდება. საინტერესო პროცესები გველოდება. მთავარია, ჩვენ აქ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჩემი აზრით, ფონს თითქმის უკვე გასულები ვართ. უბრალოდ, 20-მდე ტურბულენტობა კიდევ იქნება. ამასაც მოთმინებით უნდა შევეგებოთ. შემდეგ უკვე ჩვენს რეგიონშიც და მსოფლიოშიც ახალი კონფიგურაციების დალაგება დაიწყება” – განაცხადა გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები