ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის უმასპინძლა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით,
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
,,ალექსანდრე წულაძემ ალი ქაან ორბაის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელზე მუშაობაც დასკვნით ფაზაშია და მისი ხელმოწერა მომავალ წელს იგეგმება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, თურქეთსა და საქართველოს შორის ახალგაზრდობის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით ორი ქვეყნის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წარმატებული ურთიერთანამშრომლობა.
თურქეთის ელჩმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა მინისტრს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.