„წერა არასდროს მიმიტოვებია“ – ნათია ჯიქურაშვილის გულისტკივილი და შეხვედრა ანა კალანდაძესთან

დაიბადა ბორჯომში. წარჩინებით დაამთავრბორჯომის როლანდ საბაშვილის სახელობის, პირველი საჯარო სკოლა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. თამაშობდა ბორჯომის სასპორტო სკოლის კალათბურთის გოგონათა ნაკრებში.
2002 წელს ჩაირიცხთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულებაზე. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე იყო პრეზიდენტის სტიპენდიატი.
უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ მუშაობ ბორჯომის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ „ბორჯომში“ ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ ჟურნალისტად, დაბოლოსრედაქტორის მოადგილედ. პარალელურად მუშაობდბორჯომის პროფესიულ სასწავლებელში ლექტორად. 2007-2008 წლებში ხელმძღვანელობდმოსწავლე-ახალგაზრდობის გაზეთ ცისარტყელას“.
2006 წლიდან 2008 წლამდე იყო რეგიონული მედიის ასოციაციის წევრი. მუშაობდა „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში“ პიარის პოზიციაზე.
2022 წელს გამოა  პირველი პოეტური კრებული  – „ჩემს სულში გაჩენილ ბზარებთან მიგიშვი“. ამავე ლიდან საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის  წევრია. მალევე გამოვიდა მეორე საავტორო წიგნი – „გულმა თქვა“, რომელშიც შესულია 250 ლექსი და 32 მოთხრობა. არის  ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილური აკადემიის ნამდვილი წევრი; მუშაობმესამე საავტორო კრებულზე.
2024 წელს ტელეკომპანია „თრიალეთმა“ დაასახელა  წლის პოეტად, აკადემია „გვირილამ“ და ასოციაცია „საქართველოს ქალბატონებმა“ კი – წლის წარმატებულ ადამიანად. 2024 წელს გახდა წმინდა ილია მართლის გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის  საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, პროზაში.
2024 წლის 15 დეკემბერს, „წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე“, გადაეცა სპეციალური დიპლომი საზოგადოებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
2024 წლის 20 დეკემბერს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორობა მოიპოვა. აქტიურად იბეჭდებპოეტურ/პროზაულ კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში. – ჟურნალისტისა და მწერლის, ნათია ჯიქურაშვილის პერსონა.

 – ნამდვილად უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მსოფლიო დონის კურორტზე დაიბადები. ბორჯომის ხეობა თვალხილული სამოთხეა, უძველესი ისტორიისა და წარსულის მქონე ქალაქი. ბუნებრივია, ამ წალკოტში, ცადაწვდენილი თორის მთების ფონზე შედარებით მარტივია, გული აამღერო, კაზმული სიტყვის მადლი შთაბერო და მის წიაღში პოეტად დაიბადო.
წერა ადრეული ასაკიდან დავიწყე. ჩემში გენეტიკურმა ნიჭმა იმძლავრა. პაპაჩემი რუსულ და ქართულ ენებზე არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა, მამიდებიც.
დაახლოებით ხუთი წლიდან, როდესაც თავის შემეცნება დავიწყე, ვერბალურად, ქარიშხალივით წამოვიდა ლექსებიც. ეს ოჯახში არავის გაჰკვირვებია. დედა თითოეულ ჩემს ლექსს იწერდა და საგულდაგულოდ ინახავდა. დროთა განმავლობაში ლექსებიც „იზრდებოდა“ და იხვეწებოდა.
ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი.
12 წლიდან ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდით…
– მოსწავლე-ახალგაზრდობის გაზეთ „ცისარტყელაში“ ნორჩ კორესპონდენტად ვმუშაობდი. სამი წელი ბორჯომის სასპორტო სკოლის კალათბურთის გოგონათა ნაკრებშიც ვთამაშობდი, ვიმარჯვებდი რესპუბლიკურ-საგნობრივ ტურებში. რადგან პოეზიის დედოფლის საიუბილეო წელია. შესაბამისად, ჩემი ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონება მინდა გავიხსენო, რომელიც ყველასათვის საყვარელ პოეტს – ანა კალანდაძეს უკავშირდება.
2003 წელს, მაშინ, როცა ნორჩი ჟურნალისტი ვიყავი, უფროს კოლეგასთან, ანასტასია ხაჩიძესთან ერთად ლიკანში შევხვდი ქალბატონ ანას. გავაცანი ჩემი შემოქმედება. დღემდე რელიკვიად ვინახავ პოეტის მიერ რედაქტირებულ ჩემს ლექსებს. ამ შეხვედრის ნიშნად ლექსიც დავწერე, რომელიც გაზეთ „ბორჯომში“ დაბეჭდვის შემდეგ მას საჩუქრად გავუგზავნე. ბოლოს, ქალბატონ ანას, 2008 წელს, ლიკანში, მეგობრებთან ერთად შევხვდი. გულში ჩამიხუტა და თითოეულ ჩემს მეგობარს ხელი ჩამოართვა.
– დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტ, ფილოლოგიის მიმართულებით.  პრეზიდენტის სტიპენდიატი იყავით… მაშინაც წერდით?
–  წარჩინებული სტუდენტი გახლდით. უფასო სექტორზე ჩავირიცხე. დღემდე მახსოვს ის ბედნიერი დღე, როდესაც უნივერსიტეტის კარი პირველად შევაღე. სწავლას მთელი მონდომებით ვეწაფებოდი, ბევრს ვკითხულობდი. მოგეხსენებათ, რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა მშობლიური ენისა და ლიტერატურის მეცნიერულ დონეზე დაუფლება, მით უმეტეს, ეგზომ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის ფონზე. ჩემდა საბედნიეროდ, ბოლო კურსზე პრეზიდენტის სტიპენდიატი გავხდი. წერა არასდროს მიმიტოვებია. ბევრს ვწერდი.
– მუშაობდით ჟურნალისტად, შემდეგ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირშიპიარის პოზიციაზე...
– განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მშობლიურ ქალაქში დაწყებული ჟურნალისტური საქმიანობა. ვმუშაობდი გაზეთ „ბორჯომში” ყველა პოზიციაზე, ბოლოს – რედაქტორის მოადგილედაც. იმ პერიოდში, როგორც ჟურნალისტი, ძალიან განვვითარდი. გავიარე განათლებისა და თვითმმართველობის სკოლები, საგამოძიებო ჟურნალისტიკის სრული კურსი, ლიდერობის საერთაშორისო სკოლა. რეგიონული მედიის ასოციაციის წევრიც გახლდით. მათი ორგანიზებით გამოცხადებულ მედიის კონკურსშიც გავიმარჯვე. ჩემი სტატია გაზეთ „თვითმმართველობაში” დაიბეჭდა და მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბაზაზე, მუნიციპალიტეტებში გავრცელდა.
რაც შეეხება პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირში ჩემს საქმიანობას, გამოვყოფდი ერთ მიმართულებას, ელექტრონული სტატიების სერიას, რომელიც საქართველოს მასშტაბით არაერთი წარმატებული სკოლამდელი აღზრდის თუ სკოლის პედაგოგს, დირექტორს,  გამგეს მოიცავდა. მოვამზადე დაახლოებით 65 სტატია, რომელიც დღემდე  განთავსებულია პედაგოგთა პროფკავშირის ოფიციალურ პორტალზე და მათ „ფეისბუქგვერდზეც“.
პირველი პოეტური კრებული  „ჩემს სულში გაჩენილ ბზარებთან მიგიშვი  ორიოდე წლის წინ გამოვიდა. მალევე გამოიცა მეორე კრებულიც – გულმა თქვა... სათქმელი – კრებულიდან კრებულამდე?
– ვფიქრობ, მთავარი სათქმელი და გულისტკივილი მაინც სამშობლოა. ჩემი ლექსის გზაც ამ მიმართულებით მიდის. მარადიულ ღირებულებებს შორის სათქმელი უცვლელია, თუმცა პოეტური ხილვა და ინტერპრეტაცია – განსხვავებული.
– და მაინც, უფრო ლექსი  თუ პროზა?
– მათი გამიჯვნა და დიფერენცირება ნამდვილად გამიჭირდება, რადგან ორივე მიმართულებას მთელი სიმძაფრითა და ემოციით შევიგრძნობ. ერთ დეტალს გამოვყოფდი: პროზა უფრო შრომატევადია, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ბევრ ფიქრსა და ჩაღრმავებასაც.
– მალე გამოვა მესამე კრებულიც, სადაც შევა როგორც პოეტური, ასევე პროზაული ნაწარმოებები. რატომ გირჩევნიათ მათი გაერთიანება და არა ცალ-ცალკე პოეტური ან პროზაული ნაწერების გამოცემა?
– მინდა, რომ მკითხველმა ორივე მიმართულებით, ერთიანობაში დამინახოს, როგორც შემოქმედი.
 – გჭირდებათ თუ არა შთაგონება?
– შთაგონება აუცილებელია, უამრავი საკითხის გათავისებაც, სულის დუღაბში გამოწრთობა და მერე გულწრფელ სიტყვად დაბადება.
– 2024 წელს აკადემია „გვირილამ“ და ასოციაცია „საქართველოს ქალბატონებმა“ წლის წარმატებულ ადამიანად დაგასახელეს. რას მოიცავს ცნება „წარმატებული“?
– უბედნიერესი დღე იყო, რადგან ცხოვრება მაინც კიბეა, გზა – საბოლოო ზეციურ ნავსაყუდელამდე, წარმატებაც ამის შეუქცევადი პროცესია, მეტი არაფერი. სასიამოვნო განცდაა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ და გიფასდება.  საბოლოოდ, რაც ხარ, მაინც მუდამ იგივე რჩები.
– 20 დეკემბერს გახდით რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორი. როგორ დაიწერა ნოველა „მამა“?
-.ნოველა „მამა“ ამ ზაფხულს დაიწერა, უდიდესი ემოციისა და გულწრფელობის ფონზე. წერის დროს თვალები ცრემლით მქონდა სავსე. ალბათ, ამის მიზეზია, რომ ნაწარმოების წაკითხვისას ემოცია თვალხილული და თვალსაჩინოა. მთავარი სათქმელი კი ადამიანობაა, ის საწყისები, რაზედაც იგება ამ ღირებულების არქიტექტონიკა.
– როგორ წარმოგიდგენიათ  ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში? როგორც ქალს, რაზე შეგტკივათ გული?
– ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში შეუფასებელი და მრავალმხრივია. დედის მხრებზე დგას შვილებისა და ქვეყნის მომავალი. საქართველოს ბედს არაერთი ნიჭიერი ქალი წარმართავს. საერთაშორისო სარბიელზე ქართველი ქალები აქტიურ ნაბიჯებს დგამენ სხვადასხვა სფეროს მიხედვით. თუმცა ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობაა საჭირო, ფინანსური რესურსიც, რომ ნიჭიერი ქალები სათანადოდ წარმოჩნდნენ და რეალიზდნენ.
ერთი ლექსის ამბავი…
– მახსოვს, ლექციის მსვლელობის დროს დაწერილი ლექსი, რომლის წაკითხვაც აუდიტორიის წინაშე მომიწია, რადგან ლექტორი შემთხვევით თავზე დამადგა.
– ერთი ლექსი…

გრძნობას არა აქვს ასაკი…

გრძნობას არა აქვს აქვს ასაკი,
გრძნობას არა აქვს ბოლო,
რადგან გულია კარავი,
ძგერს, რომ გაცოცხლოს მხოლოდ.
შენთვის თრთის ასე სათუთად,
ზოგჯერ ცრემლია თვალში,
განცდას ვერავინ წაუვა,
ცხრა მთას იქითაც ჰყვავის.
და როცა სულში ფრთხიალებს
როცა ვინც გიყვარს უმზერ,
ურემმაც გადაგიაროს,
იმ ტკივილებსაც უძლებ…
რადგან ის არი ღმერთის ხმა
ჩაღვრილი ათას ფერით
მერე სამყაროს ედრი რად?!
ა, იმ გაშლილი ფრთებით.

4 ნოემბერი, 2024წ.

– ჰობი…
– უფრო მეტად – კითხვა…
ოჯახი, სამი შვილი გყავთ, მარიამი მხატვარია…
 – მყავს არაჩვეულებრივი შვილები. სამივე – მარიამი, ანასტასია და შოთიკო თბილისის 210-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. უფროსი გოგონა – მარიამ ტორაძე საოცრად ხატავს. წელს მისი ტილოები თბილისის საკრებულოშიც გამოიფინა. ორივე გოგონა ქართულ ენასა და ლიტერატურაში  კინგსის  ოლიმპიადის ოქროს მედალოსნები და გამარჯვებულები გახდნენ, ასევე მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ ფინალისტებიც. ამ ბოლოს მარიამმა ოლიმპიადა „ნაუტილუსშიც“ გაიმარჯვა  ქართულში და ამ ნიშნით საქართველოში 50 საუკეთესო მოსწავლეს შორის დასახელდა.
მეუღლე  – დავით ტორაძე სამართალდამცველია, კარგი ადამიანი და კარგი მამაა.
 – სამომავლო გეგმები…
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახალი კრებულის გამოცემა მინდა, რომელზე მუშაობაც დასრულებული მაქვს, დაახლოებით 700-გვერდიანი იქნება, ერთი წლის ნამუშევარი. მსურს, მთელი ჩემი ძალისხმევა აქეთკენ მივმართო.

                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები