ტრამპის მრჩეველი: ამერიკის მოქალაქეს ვინც ტყვედ აიყვანს ან უკანონოდ დააკავებს, შესაძლოა, შუბლში ტყვია მოხვდეს

ამერიკის მოქალაქეს ვინც ტყვედ აიყვანს ან უკანონოდ დააკავებს, იქნება ეს სახელმწიფო თუ ტერორისტი, ამას მოჰყვება ფინანსური შედეგები და შესაძლოა, ტყვია შუბლში, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლციმ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც ამერიკელებს მძევლად აიყვანს, 20 იანვრიდან ორჯერ დაფიქრდება, რადგან ხარჯები გადაწონის სარგებელს.

„ცუდ ბიჭებს თუ უფრო მეტის მიღების სტიმული აქვთ, რადგან ისინი უფრო მეტს იღებენ, მაშინ ისინი ამას გააგრძელებენ. თუ ცუდი ბიჭები არაფერს გრძნობენ, გარდა ფასისა და ტკივილისა ჩვენი ხალხის აყვანის გამო, ისინი შეწყვეტენ ამის გაკეთებას. „ჰამასს“ ყველა გასასვლელი აქვს გადაკეტილი ერთის გარდა და ეს არის ჩვენი მძევლების გათავისუფლება, თუ სიცოცხლე გინდა“, – განაცხადა მაიკ უოლციმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები