ირაკლი კირცხალია ნანა დიხამინჯიაზე: ჩვენ ვნახეთ მისი გაცოფებული სახე
“ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც მინელებული იყო. ეს ქალბატონი გამოჩნდა ახლა თავისი ჩამწერით, იგივე ჩვეულებრივი ლიბერალი ფაშისტის სახით”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირების საკითხს.
„ყველამ კარგად ვნახეთ ის ვიდეო ხომ? ერთ ყველაზე მთავარ რაღაცას ეუბნება ბატონი მამუკა, რომ თქვენ ხართ იმ ბინძური ღირებულებების სადარაჯოზე, რასაც ეწინააღმდეგება ოჯახური ღირებულებების ის კონკრეტული ანტი-ლგბტ კანონი, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი და რომელიც მიღებულია. ეს ადამიანი ამაზე უტიფრად უარს ამბობს, როდესაც არსებობს სოციალური ქსელი და როდესაც 21-ე საუკუნეში თავის ბექგრაუნდს ძალიან, რომ უნდოდეს ვერავინ ვერ წაშლის. ეს ქალბატონი იყო ყველა იმ კოლექტიური ლიბერალი ფაშისტების სახე, იმ დაწერილი გაიდლაინების გამოსხივება, რომელიც აი ამ დესტრუქციული ჯგუფებიდან მოქმედებს და მან მიიღო პასუხი. ჩვენ ვნახეთ მისი გაცოფებული სახე.
ამას ვეუბნებით საზოგადოებას. ადეკვატურ პასუხზე, რეალობაზე და სიმართლეზე, რაც მამუკამ უპასუხა ყველაფერზე, როგორი ისტერიული სახე მიიღო და რა კლინიკასთან გვქონდა საქმე საზოგადოებამ განსაჯოს“, – აღნიშნა კირცხალიამ.