დავით შერაზადიშვილი: ახალი წელი განსაკუთრებით უხარიათ ბავშვებს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ფონდი „მონაგარის“ წარმომადგენლებთან ერთად დაბა კაზრეთში მცხოვრებ სამი შვილის დედას ესტუმრა და ბავშვებს წინასაახალწლო საჩუქრები გადასცა.
„ახალი წელი განსაკუთრებით უხარიათ ბავშვებს. მათ სჯერათ, რომ საახალწლოდ სურვილები ხდება და ჩვენ შევეცადეთ ანასთვის, ელენესა და მარიამისთვის წინასაახალწლო სიხარული მიგვენიჭებია. შევუერთდით ფონდი „მონაგარის“ სიკეთის აქციას – „შობა-ახალი წლის სიხარული და საჩუქრები თოვლის ბაბუისაგან“ და დაბა კაზრეთში მცხოვრებ სამი შვილის დედას ზინაიდა დემეტრაშვილს ვესტუმრეთ. ბავშვებს საჩუქრები და საახალწლო კალათი გადავეცით“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.