“წლებია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ემზადება რევოლუციური სცენარებისთვის, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ისინი საწადელს ვერ აღწევენ საქართველოში” – მათიკაშვილი

„წლებია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ემზადება რევოლუციური სცენარებისთვის, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ისინი საწადელს ვერ აღწევენ საქართველოში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ამიტომ, მუდმივად, მათ დღის წესრიგში არის რევოლუციური სცენარებით სიტუაციის განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ კარგად გვახსოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღძრული საქმე, სადაც პირდაპირ ჩანდა უცხოელი ტრენერები, როგორ ცდილობდნენ გადაეცათ სპეციფიკური ცოდნა ქართველი ახალგაზრდებისთვის რევოლუციური პროტესტის და ძალადობრივი პროტესტის მოწყობისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები