ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ბიუჯეტის 12% მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს და კომუნალური სერვისების განვითარებას

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ეკოლოგია და გარემოს დაცვა. ბიუჯეტის 12% მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს და კომუნალური სერვისების განვითარებას.

„განხორციელდება მატერიელურ-ტექნიკური განახლება – 2025 წელს იგეგმება დამატებით 300 ერთეული ნარჩენების შემკრები კონტეინერის შეძენა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. დაინერგა დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი სისტემა, რომელმაც გააუმჯობესა მოსაკრებლის აღრიცხვისა და გადახდის პროცესი, მიღებული შემოსავალი კი სრულად მიემართება ამ სერვისის შემდგომი განვითარებისთვის,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და ახალი პროექტების ხელშეწყობაზეც ისაუბრა.

„ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის, ჩვენი გუნდი გეგმავს უფუნქციოდ დატოვებული აქტივების ჩართვას ეკონომიკაში, ტურიზმის და მათ შორის ეკოტურიზმის შემდგომ განვითარებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, მოქნილი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებას და ახალი საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის სფეროში აგროპროექტების მხარდაჭერას და მეტი დაფინანსების მოზიდვას – ეს არის ჩვენი ხედვა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სფეროში,“- აღნიშნა მერმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები