კირცხალია – ზურაბიშვილზე: მისი ყველა ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური, მიმართული იმ გაიდლაინების და დავალებების მიხედვით, რომლებიც ჩამოსულია
“მისი ყველა ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური, არის მიმართული იმ გაიდლაინების და დავალებების მიხედვით, რომლებიც ჩამოსულია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
„ეს არის რადიკალების ჯგუფი და გალიდერებული სალომე ზურაბიშვილი.
კარგად ახსოვს საზოგადოებას, ჩვენ ვაანონსებდით, რომ იქნება მათი ტრაგიკომედიის საბოლოო გათამაშება, აბსურდის თეატრის, რომ სალომე ზურაბიშვილს გაალიდერებენ. წინასაარჩევნოდ ის ამბობდა, საარჩევნო შტაბად უნდა გადავაქციოო. ყველა მისი ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური, არის მიმართული იმ გაიდლაინების და დავალებების მიხედვით, რომლებიც ჩამოსულია.
ამას უტიფრად, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, პირდაპირ თავისი სოცმედიით თუ ტელეარხებით ამტკიცებენ და რეცხავენ იმ ახალგაზრდების ტვინებს, ვინც ჯერ კიდევ მოწყვლადია ამ ცრუ აღქმების მიმართ, რასაც ეს დესტრუქციული ოპოზიცია და უსამშობლოთა გაერთიანება გვთავაზობს, უკვე წლებია“, – განაცხადა კირცხალიამ.