მაჭავარიანი – ნანა დიხამინჯიაზე: ესეც იყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება
“ესეც იყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის ლიდერი, ლევან მაჭავარიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.
“კონკრეტული კითხვები მიდის, ხომ, აი რა გავაკეთე მე რუსული? ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას ხელი მოაწერა წაგებული ომიდან ორ თვეში და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ომის დანაშაულები ეგ რისკებიც და ეგ ყველანაირი ბრალდებაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩახსნა ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის და ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი. მოდი ყველა კარგად დაფიქრდეს ხოლმე, სანამ რაღაც ასეთ ტვინში ჩაკაკუნებულ ფრაზებს გამოიყენებენ, რომ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული 12 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.