ირაკლი კირცხალია: დესტრუქციულ ოპოზიციას მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო და თავისი ლობისტები მოსწონს

“ყველა მეგობარს და პარტნიორს მადლობა, რომელიც ობიექტურად და საღად აფასებს ჩვენს მეგობრობას, საღად უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას მხოლოდ თავისი ლობისტები მოსწონს.

„დესტრუქციულ ოპოზიციას მოსწონს მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო, თავისი ლობისტები. ამათთვის თავიანთი ლობისტების იქით ევროპა არ არსებობს, თავიანთი ლობიზმის იქით გეოპოლიტიკური რუკა არ არსებობს. ევროპის საბჭო არაფერს არ წარმოადგენსო, ვიღაც ანალიტიკოსები გვესაუბრებიან, ეს არის მათი ენა, რომ თვითონ, მარტო თავისი ლობისტები არიან და იმის იქით სამყარო მთავრდება და ეს არის მათი უბედურება და ზოგადად, აგენტის უბედურება სწორედ ეს არის, რომ რასაც გავალებენ, რომც არ გჯეროდეს ამის შინაგანად, ვალდებული ხარ შეასრულო“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები