ბაქო-გროზნოს რეისზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

25 დეკემბერს, ბაქო-გროზნოს რეისზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ავიაკატასტროფის ფონზე, რომელიც 25 დეკემბერს, აზერბაიჯანის ავიახაზების რეისზე მოხდა და რომელშიც ბაქო-გროზნოს მარშრუტზე 67 მგზავრი იმყოფებოდა, გვაქვს პატივი შეგატყობინოთ შემდეგი:

სამძიმრის წიგნი გაიხსნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში, საქართველო, თბილისი, ვახტანგ გორგასლის 4 ნომერში, მომდევნო დღეებში ქვემოთ აღნიშნული განრიგის მიხედვით:

– ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 13:00-18:00;

– პარასკევი, 27 დეკემბერი, 10:00-13:00 და 15:00-18:00.

მათ, ვინც აპირებს სამძიმრის გამოხატვას ონლაინ, გთხოვთ, ისარგებლოთ tbilisi@mission.mfa.gov.az.“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები