37 სიკვდილმისჯილი პატიმრისთვის სასჯელის შემსუბუქების გამო, ტრამპმა ბაიდენი გააკრიტიკა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიკვდილმისჯილი 37 პატიმრის სასჯელის შემსუბუქების გამო გააკრიტიკა.
„ჯო ბაიდენმა ახლახან შეუმსუბუქა სიკვდილით დასჯა ჩვენი ქვეყნის 37 ყველაზე საშინელ მკვლელს. როცა თითოეულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაიგებთ, ვერ დაიჯერებთ, თუ რა ქნა მან. ეს უაზრობაა. ნათესავები და მეგობრები სულ უფრო გულდაწყვეტილნი არიან. ისინი ვერ იჯერებენ, თუ რა ხდება!“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ბაიდენმა გუშინ სიკვდილმისჯილ 37 პატიმარს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.