თორნიკე რიჟვაძე: მხარდამჭერების მობილიზების მიზანია ვებრძოლოთ დეზინფორმაციას

ჩემი თანამშრომლებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის-  ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის მიერ შეხსენებულ რამდენიმე დღის წინანდელ ინციდენტზე განაცხადა, საქმე ეხება   აჭარის მთავრობის თანამშრომლის შეტყობინებას, რომელიც მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებდა, შეტყობინება მან შეცდომით, სოციალურ ქსელში მედიის საინფორმაციო ჩატში, სადაც ჟურნალისტებს მთავრობის შეხვედრებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ატყობინებენ, გაგზავნა.
,,რათქმაუნდა მხარდაჭერების მობილიზება ხდება, რათა ებრძოლონ “ნაც მედიას” და ბოტებს. ჩვენ არ ვიყენებთ ბოტებს. მხარდამჭერების მობილიზების მიზანია, ის რომ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას”, – ამბობს  თორნიკე რიჟვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები